უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის დაუდასტურა, რომ ბოლომდე არიან მობილიზებულები, რათა სწრაფად გაზარდონ სამხედრო დახმარება, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვა.
"ამ დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ მობილიზებულები, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვა. უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. ზამთრამდე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას", - წერს მაკრონი.
Je l’ai confirmé au Président Zelensky ce matin : nous sommes pleinement mobilisés pour augmenter dans les plus brefs délais notre soutien militaire à l’Ukraine, en particulier la défense anti-aérienne.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) November 1, 2022
მაკრონთან სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და საფრანგეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული საუბარი [მქონდა] საფრანგეთის პრეზიდენტთან. კონკრეტული გადაწყვეტილებები უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ. კონკრეტული ინიციატივები განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით. მადლობა, მეგობარო, თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის"
Надзвичайно важлива й продуктивна розмова з Президентом @EmmanuelMacron. Конкретні рішення щодо посилення обороноздатності України. Конкретні ініціативи щодо відновлення зруйнованої енергетичної інфраструктури. Дякую, друже, за неослабну підтримку.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 1, 2022